მნიშვნელოვანი სიახლეები
სრული სვლით (+ვიდეო)

სრული სვლით (+ვიდეო)

„სინკასენი“ იაპონურად „ახალ მაგისტრალს“ ნიშნავს. ზესწრაფი მატარებელი, რომელმაც საქალაქთაშორისო მიმოსვლის კონცეფცია სრულიად შეცვალა, 1964 წელს ტოკიოს ოლიმპიადის საპატივცემულოდ გაიხსნა. შემადგენლობა, რომელიც 210 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა, ისტორიაში თანამედროვე იაპონიის ერთ-ერთ სიმბოლოდ შევიდა.

პირველმა ხაზმა ქვეყნის ორი უდიდედის ქალაქი ტოკიო და ოსაკა შეაერთა. „სინკასენმა“ მგზავრობის დრო 7,5-დან 4 საათამდე შეამცირა.

 50 წლის შემდეგ „სინკასენების“ სიჩქარე 320 კმ/სთ-მდე გაიზარდა და დღეში მილიონამდე მგზავრი გადაჰყავთ. აიპონური ჩქაროსნული მატარებლები ეს მხოლოდ გზაში დაზოგილი დრო არაა. ისინი უსაფრთხოების გარანტებიც არიან. ნახევარი საუკუნის მანძილზე მათ ავარია არასდროს მოსვლიათ. ტექნოლოგია მიწისძვრის შემთხვევაშიც კი რბილ დამუხრუჭებას ითვალისწინებს.

 „სინკასენების“ რეპუტაციის მესამე შემადგენელი  - კომფორტია, მათი სავარძლების ერგონომიკული დიზაინი, მგზავრებისათვის ვიბრაციის და გარშემომყოფთათვის ხმაურის არარსებობა. დღეს „სინკაცენები“ საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს ისე დადიან, რომ არავის აწუხებენ.