მნიშვნელოვანი სიახლეები
სტრადივარიუსის ვიოლინო 35 წლის შემდეგ დააბრუნეს (+ვიდეო)

სტრადივარიუსის ვიოლინო 35 წლის შემდეგ დააბრუნეს (+ვიდეო)

იტალიელი ოსტატის ანტონიო სტრადივარიუსის ვიოლინო ნიუ-იორკში კერძო კონცერტზე კვლავ აჟღერდა. საკრავი მუსიკოს-ვირტუოზ რომან ტოტენბერგს ეკუთვნოდა. 1980 წელს ვიოლინო მიუპარეს. ორი წლის წინათ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ  მის კვალდს მიაკვლია. თავად ტოტენბერგმა ამ ბედნიერ დღემდე ვერ იცოცხლა, მისი ინსტრუმენტით მისივე მოსწავლე მირა ვონგი გამოვიდა.

ვონგი: „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მე ვიყავი პირველი, ვინც საზოგადოებას ეს ვიოლინო წარუდგინა. მე ემოციის მთელ პალიტრას განვიცდი: პასუხისმგებლობას, სიხარულს და წუხილს. ძალიან ვწუხვარ, რომ ტოტენბერგმა ეს ვიოლინო კვლავ ვერ ნახა, ვერ მოუსმინა მას. მე ვისურვებდი, რომ იგი ჩვენთან ყოფილიყო“. ტოტენბერგი 2012 წელს 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.