მნიშვნელოვანი სიახლეები
თაგვები მეცნიერებს იოგას ვარჯიშების გაგებაში დაეხმარნენ

თაგვები მეცნიერებს იოგას ვარჯიშების გაგებაში დაეხმარნენ

სან-ფრანცისკოელმა გენეტიკოსებმა და ბიოლოგებმა თაგვის თავის ტვინში ახალი ტიპის უჯრედები აღმოაჩინეს, რომლებიც სუნთქვის სიხშირეს შეშფოთებასა და სტრესს უკავშირებენ. ამ ნეირონების რღვევამ თაგვების დაწყნარება და მეცნიერთა მიერ იოგას სუნთქვითი ვარჯიშების საიდუმლოს ამოხსნა გამოიწვია.

 კევინ იაკლმა დამისმაგუნდმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, ამ უჯრედებს იოგას სასუნთქი პრაქტიკის ანალოგიით „პრანაიამა-ნეირონები“ უწოდეს. მათი აღმოჩენა თაგვების ტვინის სხვადასხვა უჯრედებში გენების აქტივობის მონაცემთა ბაზის შესწავლით მოხდა. როგორც აღმოჩნდა, პრანაიამა-ნეირონები ტვინის იმ უბნებს „ერთვება“, რომლებიც სიფხიზლეს და ყურადღებას  აკონტროლებენ.

 როცა კი მეცნიერებმა  სპეციალური პრეპარატების გამოყენებით სამ თაგვს ეს ნეირონები გაუთიშეს, თაგვებმა შეანელეს სუნთქვა და ერთმანეთის ყნოსვაზე და შესწავლაზე ნაკლები დროის დახარჯვა დაიწყეს. სამაგიეროდ უფრო  მეტ დროს ახარჯავდნენ საკუთარ გარეგნობას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ისინი სუპერმშვიდები გახდნენ.

ამგვარად გაირკვა, რომ პრანაიამა-ნეირონები ახალი გარემოს შესწავლასა და საკვების ძებნისას თაგვების აქტიურობასთან არიან დაკავშირებულები და სუნთქვის სიხშირესაც ზრდიან.

თუკი იგივე მექანიზმი ადამიანებშიც მუშაობს, მაშინ ღრმა სუნთქვა ნეირონების აქტივობას ამცირებს და შედეგად სტრესის დონეც კლებულობს.

დამამშვიდებელი თერაპიის ბევრი სახეობა, ისეთები როგორიც იოგა და მედიტაციაა, სუნთქვის შენელებას ეფუძნება. ექიმები ასევე ღრმა სუნთქვას გვირჩევენ საფრთხის შეგრძნებისა და პანიკური შეტევების დროს.

სამწუხაროდ მსგავსი პრანაიამ-ნეირონების მოძებნა ადამიანის თავის ტვინში ძალიან სახიფათო საქმეა. მეცნიერები სავარაუდოთ ამას არასდროს გაბედავენ. თუმცა კევინ იაკლის აზრით მაინც არსებობს იმის შანსი, რომ ნეირონების აქტივობის  გასათიში პრეპარატი შეიქმნას.