მნიშვნელოვანი სიახლეები
ტაილანდის პოლიციას სოფლიდან ბოროტი სულების განდევნა დაავალეს

ტაილანდის პოლიციას სოფლიდან ბოროტი სულების განდევნა დაავალეს

ტაილანდის სამეფო პოლიციის ოფიცრებს უჩვეულო დავალება მისცეს: ისინი ქვეყნის აღმოსავლეთში ბოროტი სულების გასადევნათ სპეცოპერაციაში ჩართეს.

პროვინცია ამნატჩარენის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობამ ხელისუფლებას თხოვნით მიმართა: გლეხები ირწმუნებიან, რომ ქალის ტანსაცმელში გადაცმული ბოროტი მოჩვენება უკვე რამდენიმე თვეა მათ მოსვენებას არ აძლევს.

სოფლელების განცხადებით ბოროტმა სულმა სახელად პხი პობმა, უკვე ოთხი ძროხა მოკლა და საზღვრის დაცვის ოთხ  თანამშრომელს დაავადება შეჰყარა.

სოფლის მამასახლისმა ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვა პოლიცია გამოეგზავნ ა, რათა მას „სამოქალაქო სულისკვეთება აემაღლებინა და პანიკა თავიდან აეცილებინა“.

 პოლიციელებმა სოფლის პატრულირება უკვე დაიწყეს.

პხი პობი ტაილანდის მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი პერსონაჟია. იგი ბევრ ფილმსა და ტელეგადაცემაში ფიგურირებს. გადმოცემით მათ ადამიანებზე კონტროლის დაწესება და ქაოსი შექმნა შეუძლია.

ადგილობრივი პოლიციის უფროსის ადულ ჩაიპრასიტიკულის თქმით, ბევრ ადამიანს სჯერა პხი პობის არსებობის. მისი მონაწილეობით ახალი საშინელი ისტორიები მუდმივად იქმნება. ასე მაგალითად  2016 წელს სამმა გლეხმა, რომლებსაც ჩაუსახლდა ბოროტი სული, აიძულა ნათესავები და  მეზობლები გაეხადათ და შიშვლებს ერბინათ.