მნიშვნელოვანი სიახლეები
ტასმანიური მგელი ავსტრალიაში აღმოჩნდა

ტასმანიური მგელი ავსტრალიაში აღმოჩნდა

გადაშემენულად მიჩნეული ჩანთოსანი ძუძუმწოვარა, რომელიც ტასმანიური მგელის სახელით იყო ცნობილი, ავსტრალიის ნახევარკუნძულ კეიპ-იორკში მდებარე ფოტოხაფანგებმა დააფიქსირეს.

პირველად ტასმანიური მგელი მოყვარული ნატურალისტის ნაშრომებში 1808 წელს აღწერეს. ამ სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელი კუნძულ ტასმანიაზე მდებარე ზოოპარკში 1936 წელს მოკვდა. ჩანთიანი მგელი ჩანთიან მტაცებლებში ყველაზე დიდი იყო. მისი სიგრძე 100-130 სანტიმეტრს აღწევდა, ხოლო კუდიანად 180 სანტიმეტრს. გარეგნულად ძაღლს მიაგავდა - სხეული წაგრძელებული, კიდურები თითებზე მოსიარულე. ტასმანიური მგელის თავის ქალაც ასევე მიაგავდა ძაღლისას და ზომით დინგოს თავის ქალაზე დიდი იყო.

 მაგრამ  დასაწყისში მსხვილი და ბოლოსკენ დაწვრილებული კუდი, მოხრილი უკანა ფეხები, ამ მტაცებლის ჩანთოსან წარმოშობას ადასტურებდა. ბეწვი მას მოკლე, ხშირი და უხეში ჰქონდა. ზურგზე ბეწვი ნაცრისფერ-ყვითელ-რუხი იყო, რომელზეც 13-19 მუქი ფერის განივი ზოლი დაყვებოდა კუდიდან მხრებამდე. დრუნჩი რუხი, თვალების გარშემო თეთრი ლაქები. ყურები მოკლე მომრგვალებული და დაცქვეტილი.

 ამ აღწერილობის მსგავსი ინდივიდი კეიპ-იორკში შეამჩნიეს. როგორც ბიოლოგი ბილ ლოურენსი ჰყვება, ყველა დაკვირვება ღამით მოხდა. ვიდეოკამერის მხედველობის არეში სულ ცოტა ოთხი ინდივიდი მოყვა, მათი დანახვა ახლო მანძილიდან მოხდა.

ტასმანიურ მგელს ხშირად გაველურებულ კატებსა და ძაღლებში ურევდნენ, მაგრამ ეს უკანასკნელი შემთხვევა ყველაზე დამაჯერებელია. სწორედ ამიტომ მათი დაფიქსირების ადგილს საიდუმლოდ ინახავენ. ადგილობრივი მცხოვრებნი ტასმანიურ მგელს მთვარის ვეფხვსაც ეძახიან.

ტასმანიური მგელის აღმოჩენისათვის ჯილდო 2 მილიონი დოლარი იყო დადგენილი. თუმცა პროფესორ ლოურენს და მისი გუნდის წევრებს ამ ჯილდოზე პრეტენზია არა აქვთ. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ საოცარი ცხოველი აღმოჩენის შანსები ძალიან მცირეა.