მნიშვნელოვანი სიახლეები
"ტახტის თამაშების" მერვე სეზონის ბიუჯეტმა 90 მილიონ დოლარს გადააჭარბა

"ტახტის თამაშების" მერვე სეზონის ბიუჯეტმა 90 მილიონ დოლარს გადააჭარბა

პოპულარულმა სატელევიზიო სერიალმა "ტახტის თამაშებმა" ღირებულების მორიგი რეკორდი მოხსნა. სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მომავალი სეზონის ერთი სერიის გადაღება 15 მილიონი დოლარი დაჯდება.  ამგვარად მთელი სეზონის ღირებულება 90 მილიონ დოლარს მიაღწევს. შეგახსენებთ, რომ დამაგვირგვინებელ ნაწილში მხოლოდ 6 სერია იქნება. ამგვარად მერვე სეზონის თითო სერია სრულმეტრაჟიანი ფილმის ბიუჯეტის თანაბარზომიერი იქნება.

 შედარებისათვის შეგახსენებთ, რომ პირველი სეზონის ერთ სერიაზე ექვს მილიონ დოლარამდე იხარჯებოდა. ასევე ცნობილი გახდა სერიალის ძირითადი მსახიობების ჰონორარები. როგორც გაირკვა თვითოეული მათგანი გადაღებულ ეპიზოდში 1 მილიონ დოლარს მიიღებს.

 სადღეისოდ "ტახტის თამაშები" ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სატელევიზიო სერიალია, ამას გარდა იგი ყველაზე გრძელი შოუების რიცხვში შედის. როგორც ცნობილია მერვე სეზონი დამასრულებელი სეზონი იქნება. ამას გარდა ხელმძღვანელობა ჯორჯ მარტინის სხვა რომანების ეკრანიზაციას არ გამორიცხავს, მათ შორის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" სამყაროდანაც.