მნიშვნელოვანი სიახლეები
ტერფზე მისაწებებელი Nakefit  პლიაჟის ფეხსაცმელს შეცვლის (+ვიდეო)

ტერფზე მისაწებებელი Nakefit პლიაჟის ფეხსაცმელს შეცვლის (+ვიდეო)

თუკი თქვენ ერთხელ მაინც წასულხართ პლიაჟზე ანდა საცურაო აუზზე ფლოსტებით, რომელშიც ფეხი მუდმივად გისრიალებთ, მაშინ იტალიელი ინჟინრის გამოგონებას ნამდვილად დააფასებთ.

იტალიელმა ინჯინერმა და დიზაინერმა საბატო ალტერიომ გუნდთან ერთად უჩვეულო ნივთი შექმნა - ტერფზე დასაწებებელი Nakefit, რომელიც პლიაჟის ფეხსაცმელს წარმატებით შეგიცვლით.

 ამ სიახლეს დააფასებენ ისინი, ვისაც ბანაობის წინ ფლოსტების გახდა და შემდეგ ისევ ჩაცმა უწევდათ. როგორც ავტორები იძახიან, ახლა პლიაჟზე ფეხსაცმელი შეგიძლიათ საერთოდ არ წაიღოთ. Nakefit  ტერფის ერთჯერადი დასაწებებელი, რომელიც ჰიპოალერგენული მასალისგან არის დამზადებული. Nakefit   წყალგაუმტარია - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბანაობა მათ მოუხსნელად შესაძლებელია. ამასთან ისინი არ სრიალებენ და ნებისმიერ ზედაპირზე შეძლებთ წონასწორობის დაცვას.