მნიშვნელოვანი სიახლეები
„ტიტანიკიდან“ გაგზავნილი წერილი ბრიტანეთში რეკორდულ თანხად გაიყიდა

„ტიტანიკიდან“ გაგზავნილი წერილი ბრიტანეთში რეკორდულ თანხად გაიყიდა

ერთ-ერთი წერილი, რომელიც „ტიტანიკის“ ბორტზე უკანასკნელად დაიწერა, აუქციონზე 126 გირვანქა სტერლინგად (დააახლოებით 166 ათასი აშშ დოლარი) გაიყიდა.

წერილი ლეგენდარული ლაინერის მგზავრის, ამერიკელი ბიზნესმენის ოსკარ ჰოლვერსონის  მიერ დედის მისამართით დაიწერა.

 კოლექციონერები დიდხანს ნადირობდნენ ამ წერილზე, ვინაიდან იგი 1912 წლის 13 აპრილს დაიწერა - ბელფასტის გემსაშენში აგებული ტრანსატლანტიკური ლაინერის აისბერგთან შეჯახებამდე ერთი დღით ადრე.

 როგორც ცნობილია ეს „ტიტანიკის“ საგერბო ქაღალდზე დაწერილი ერთადერთი წერილია, რომელიც ატლანტიკის წყლებში მოხვდა და გადარჩა.

 ზღვის წლით დაზიანებული ეს წერილი უილტშირის საგრაფოში Henry Aldridge & Son-ის აუქციონზე ბრიტანელმა მყიდველმა შეიძინა. მან ფსონი ტელეფონით დადო.

 აუქციონერ ენდრიუ  ოლდრიჯის  განცხადებით  ეს ანონიმი მყიდველი უნიკალური ისტორიული ნივთების კოლექციონერია.

 წერილის ავტორი, წარმატებული ბიზნესმენო ოსკარ ჰოლვერსონი, ხომალდზე მეუღლე მერისთან ერთად იმყოფებოდა. ცოლ-ქმარი „ტიტანიკის“ ბორტზე საუთჰემპტონში ავიდნენ და მშობლიურ ნიუ-იორკამდე ჩასვლას აპირებდნენ.