მნიშვნელოვანი სიახლეები
Top Secret: ტრამპის ახალი ლიმუზინი

Top Secret: ტრამპის ახალი ლიმუზინი

ფოტოჯაშუშებმა აშშ-ს პრეზიდენტის ახალი ლიმუზინის ფოტოს გადაღება მოახერხეს.  იგი კონცერნ General Motors-ის დახურულ პოლიგონზე ჯერ კიდევ გამოცდებს გადის.

მართალია ავტომობილი შენიღბულია, მაგრამ ეჭვი არაა ჩვენს წინ ძველებურად Cadillac-ია,თავისი დიზაინის დამახასიათებელი ელემენტებით. ბარაქ ობამას ლიმუზინი ზედმეტსახელად The Beast, ყველგანმავალ Escalade-ს სტილისტურ გადაწყვეტებს ეყრდნობოდა და მისგან ფარებიც კი «ისესხა“. ახალი „ტრამპომობილი“  სავარაუდოთ იმავე სქემით არის შექმნილი - შედეგად იგი, Escalade-ს თანამედროვე  თაობის მსგავსად უფრო მსუბუქად და ჩქაროსნულად გამოიყურება. მისი ფარები როგორც ჩანს CT6 სედანისგან არის აღებული.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ახალი ლიმუზინი კვლავინდებურად კონცერნ GM-ის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პიკაპის ჩარჩოს ეყრდნობა, იგი მაინც მსუბუქად გამოიყურება. ეს უფრო წინა და უკანა საქარე მინების დიდი დახრილობის დამსახურება უნდა იყოს. ავტომობილს დაკიდების სისტემა კიდევ უფრო გაძლიერებული  და გამძლე აქვს („მგზავრის წონას რომ გაუძლოს“ - ხუმრობენ ამერიკელები). ლიმუზინის სრული მასა მგზავრებიანად 10 ტონამდე აღწევს.

„ტრამპომობილის“ სხვა მახასიათებლები გასაიდუმლოებულია. თუმცა ამგვარი მასის მქონე ლიმუზინს დინამიურს ვერანაირად ვერ დაარქმევ. მისთვის სხვა მახასიათებელს აქვს მნიშვნელობა. ფოტოზე კარგად ჩანს  მისი ტყვიაგამძლე მინები. ობამას ლიმუზინზე ისინი 12 სმ-ის სისქის იყო და ახალ საპრეზიდენტო ლიმუზინს იგი ნაკლები არანაირად არ ექნება. ავტომობილის ძარა სქელი ჯავშნით არის დაცული და მსხვილკალიბრიანი იარაღიდან გასროლას უძლებს.

 შეტევის შემთვევისათვის სალონში ჟანგბადის ბალონებია, ხოლო ყველაზე განსაკუთრებული შემთხვევისათვის გადასასხმელად დონორის სისხლიც იქვეა. საბურავები კევლარის ქსოვილით არის გამაგრებული, ამიტომ ავტომობილს საბურავებში სროლის შემდეგაც შეეძლება გადაადგილება. ლიმუზინი შვიდ მგზავრზეა გათვლილი და შიგნით მცირე არსენალიც არის მოწყობილი - პისტოლეტები, ავტომატები და ყუმბართმტყორცნებიც კი.