მნიშვნელოვანი სიახლეები
ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ბულგარეთში „შეხვდნენ“ (+ვიდეო)

ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ბულგარეთში „შეხვდნენ“ (+ვიდეო)

სოფიის პოპულარულ სავაჭრო ცენტრში შაბათს მისული საზოგადოება თვალებს არ უჯერებდა: მათ გვერდიგვერდ მდგარი აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტები დახვდნენ. ეს ორი ცვილის ფიგურა ცნობილი მუზეუმ Retro-ს ექსპოზიციაა, რომელიც შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ვარნაში მდებარეობს. მუზეუმის დამაარსებლის - ცვეტან ათანასოვის თქმით ფიგურების დამზადებას ექვს თვეზე მეტი დრო დასჭირდა. ყველაზე ძნელი ტრამპის ქოჩრის დამზადება იყო.