მნიშვნელოვანი სიახლეები
თუკი თავისით გაივლის, ნუ თხოულობთ ანტიბიოტიკს

თუკი თავისით გაივლის, ნუ თხოულობთ ანტიბიოტიკს

პაციენტებს ანტიბიოტიკების მაგივრად უფრო ხშირად დასვენება უნდა გამოუწერონ, ასე თვლის ინგლისის ეპიდემიოლოგიური სამსახური (Public Health England).

 ანტიბიოტიკების რეცეპტების 20% უსარგებლოა, ვინაიდან შესაბამისი დაავადებები თავისით გაივლის. მედიკამენტების ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა  ანტიბიოტიკების მიმართ მიკროორგანიზმების შემგუებლობა გამოიწვიოს.

 ინფექციის ზრდის ალაგმვის საქმეში პაციენტებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ. ანტიბიოტიკების მიღება სასიცოცხლოდ აუცილებელია, სეფსისის, პნევმონიის, ბაქტერიალური მენინგიტის და სხვა მძიმე ინფექციების დროს.

მაგრამ სხვა ნაკლებად მძიმე დაავადებებისას ანტიბიოტიკები პრაქტიკულად ვერ გვშველიან. მაგალითად ხველა ანდა ბრონქიტი სამ კვირაში თავისით გადის. ამ დროს ანტიბიოტიკები მხოლოდ აჩქარებენ გამოჯანმრთელების პროცესს და ისიც სულ ორიოდე დღით.

 მავნე ბაქტერიები ძალიან ეშმაკები არიან - როცა თქვენ მათ დამარცხებას ცდილობთ, ისინი გადარჩენის გზას ეძებენ და პოულობენ კიდეც. სამედიცინო პრაქტიკაში ცნობილია შემთხვევები, როცა პაციენტები ანტიბიოტიკების ყველა კლასის მიმართ მდგრადი სუპერბაქტერიებისგან კვდებოდნენ.

 ინგლისის ეპიდემიოლოგიური სამსახურის უფროსი პროფესორი სალი დევისი „პოსტანტიბიოტიკური აპოკალიფსის“ საფრთხის შესახებ გვაფრთხილებს.