მნიშვნელოვანი სიახლეები
თურქეთში ცხვარს ყურის  მაგივრად პირი აქვს (+ვიდეო)

თურქეთში ცხვარს ყურის მაგივრად პირი აქვს (+ვიდეო)

ცხვრების კრეჭვისას თურქმა ფერმერმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ ცხვარს ყურის მაგივრად მეორე პირი ჰქონდა.

თურქეთში, გაზიანთეპის პროვინციაში ცხვარს ყურის ნიჟარაში ნამდვილი ყბები აღმოაჩნდა. ცხოველის პატრონმა, ფერმერმა ალი დუმანმა ეს ანომალია ცხვრის კრეჭვისას შეამჩნია. მან შემთხვევით ცხვრის ყური დააზიანა,  როდესაც ჭრილობის დამუშავებას შეეცადა, ნახა რომ ყურის მაგივრად ნამდვილად ყბები იყო.

ზედმეტი კბილები იშვიათობა არაა. ამ დაავადებას სახელიც კი აქვს - პოლიდონტია. ცნობილია, შემთხვევები, როცა ადამიანს 232 ზეკომპლექსური კბილი ამოუღეს. მაგრამ აქ სავსებით ფორმირებულ ორგანოსთან გვაქვს საქმე: მიუხედავად არასტანდარტული ანომალიური მდებარეობისა მეორე პირს არა მხოლოდ კარგად განვითარებული კბილები აქვს, არამედ სანერწყვე ჯირყვლებიც გაჩნია და ყლაპვით მოძრაობებსაც ასრულებს. ამასთან, როგორც ვეტერინარები ადასტურებენ, ყურის „პირი“ არანაირად არაა დაკავშირებული ცხვრის საჭმლის მომნელებელ სისტემასთან

 ვეტერინარი იუზეფ ილდირიმი, რომელიც ცხოველზე დაკვირვებას ახდენს, მიიჩნევს, რომ მუტაციის მიზეზი შესაძლოა რადიაციული ფონის ზრდა იყოს. თუმცა არც ფერმერის მიერ ქიმიურ მინარევებიანი საკვების ზედმეტად გამოყენება გამოირიცხება.