YouTube-ში გამოქვეყნდა მოკლე ვიდეორგოლი, რომლის გმირმაც უამრავი თეორია წარმოშვა.
ინდონეზიის ფაუნა მდიდარია სიურპრიზებით. ინტერნეტ-მომხმარებლებმა უკვე გამოთქვეს თავიანთი ვარაუდები მწერზე, რომელიც ღამის პეპალასაც გავს და იმავდროულად არაბუნებრივი შეხედულება აქვს.
ზოგს იგი მართლაც უცხოპლანეტელად მიაჩნია. „მე რომ ამგვარი რამსახლშიმენახა, მთელ შენობას დავწვავდი!“ - ასეთია ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი შეფასება.
არადა ეს უბრალოდ Creatonotos gangis-ის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც გულგრილია ადამიანის მიმართ, მაგრამ ძალიან უყვარს ბროწეულის ხეები. მისი საშინელი საცეცები ეს უბრალოდ სქესობრივი პარტნიორების მიზიდვის საშუალებაა. ეს ჩრჩილი გავრცელებულია ინდონეზიაში, შრი-ლანკაზე, იაპონიაში, ახალ გვინეაში, ტაილანდსა და ინდოეთში.