მნიშვნელოვანი სიახლეები
უელსის მუზეუმში ათი წელი საბრძოლო ჭურვები იყო გამოფენილი

უელსის მუზეუმში ათი წელი საბრძოლო ჭურვები იყო გამოფენილი

 XIX საუკუნის ორი საარტილერიო ჭურვი, რომლებიც უელსის კერიდიგიონის ოკრუგის მუზეუმში იყო გამოფენილი, საბრძოლო აღმოჩნდა.

ისინი 1880-იან წლებში ქალაქ კარდიგანის მახლობლად აღმოაჩინეს და ბოლო ათი წელი მუზეუმის საცავებში ინახებოდა.

როგორც მუზეუმის წარმომადგენლები ჰყვებიან, ისინი დარწმუნებულები იყვნენ ჭურვების უვნებლობაში, ვინაიდან ექსპონატები რამდენიმე სპეციალისტმა შეისწავლა და ისინი არასაბრძოლო მდგომარეობაში  ჩათვალეს.

მაგრამ ბოლო შემოწმების დროს, რომელიც პროფესიონალმა მესანგრეებმა ჩაატარეს აღმოჩნდა, რომ ძველ ჭურვებში ასაფეთქებელი ნივთიერებების გარკვეული რაოდენობა იყო შემონახული.

 მესანგრეებმა ორივე ჭურვი ქალაქგარეთ გაიტანეს და ააფეთქეს.