მნიშვნელოვანი სიახლეები
უფრთხილდი მოქცევის ტალღას (+ვიდეო)

უფრთხილდი მოქცევის ტალღას (+ვიდეო)

წელს უნიკალური ბუნების ფენომენი - ჩინურ მდინარე ციანტანზე მოქცევის ტალღა - შემოდგომის ფესტივალს დაემთხვა, რომელიც ჩინეთსა და ჰონკონგში მთვარის კალენდრის მერვე თვის პირველი ახალმთვარეობისას  იმართება. ათასობით ადამიანი შეიკრიბა ჩჟეძიანის პროვინციის ქალაქ ჰაინინში,  რათა მილიონობით კუბური მეტრი ზღვის წყლის მდინარეში აღმასვლისათვის ეყურებინა. ზღვის წყალი უამრავ პატარ-პატარა კუნძულებს გვერდს უვლიდა და შემდეგ ადგილობრივ კაშხალზე დაიმსხვრა. ტალღა 55 კილომეტრს გადის და ზოგჯერ სიმაღლეში 9 მეტრსაც აღწევს. წარსულში ამას (მაგალითად 2011 წელს)  მსხვერპლიც მოსდევდა.