მნიშვნელოვანი სიახლეები
ველოსიპედისტებს ჰაერის დაბინძურებაში სდებენ ბრალს

ველოსიპედისტებს ჰაერის დაბინძურებაში სდებენ ბრალს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ტრანსპორტის კომიტეტის წევრმა რობ ფლელომ ველოსიპედისტებს გარემოს დაბინძურებაში დასდო ბრალი.

პოლიტიკოსის აზრით, ორთვლიან ტრანსპორტზე გადასვლამ ბევრი პრობლემა ვერ გადაჭრა და ზოგი პირიქით გაართულა. საავტომობილო მაგისტრალზე ველოსიპედისტებისათვის ცალკე ბილიკების გამოყოფამ საცობების გაზრდა და გამონაბოლქვით ატმოსფეროს დაბინძურება გამოიწვია.

 როგორც ფლელომ აღნიშნა „საცობში გაჩხერილი ჩართულ ძრავიანი ავტომობილი უფრო მეტად აბინძურებს ჰაერს, ვიდრე თავისუფლად მოძრავი სატრანსპორტო საშუალება“.

 ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა მაგალითად კემბრიჯი მოიყვანა, სადაც მოსახლეობის ნახევარი კვირაში ერთხელ მაინც იყენებს ველოსიპედს. ამან ქალაქი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ ატმოსფეროიან ქალაქად აქცია.

  ფლელოს განცხადებამ დიდი ბრიტანეთის ველოსიპედისტთა მოძრაობის გაღიზიანება გამოიწვია. მათი აზრით ველოსიპედები საცობებთან და ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა.