მნიშვნელოვანი სიახლეები
ვენეციამ ტურისტების რიცხვის შეზღუდვის ახალ ხერხს მიაგნო

ვენეციამ ტურისტების რიცხვის შეზღუდვის ახალ ხერხს მიაგნო

ვენეციაში ჯერ ახლოაღმოსავლური კაფეები აკრძალეს, შემდეგ სან-მარკოს მოედანზე შესვლა შეიზღუდა. ახლა კი სერენისიმას ხელისუფლება ახალი სასტუმროების გახსნაზე ადებს ვეტოს.

 აკრძალვა სავარაუდოთ ამ კვირაში უნდა შევიდეს ძალაში. იგი ისტორიული ძეგლების ტურისტულ ობიექტებად გადაქცევას აკრძალავს. ამასთან სასტუმროს გახსნაზე განაცხადებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში განიხილავენ. ვენეციის ხელისუფლება ამ ნაბიჯზე იუნესკოს პოლიტიკის თანახმად წავიდა. ამ დროისათვის ქალაქის ცენტრში ტურისტებს 25 400 აპარტამენტს სთავაზობენ.

 ქალაქისათვის, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს ტურიზმი შეადგენს, ეს საკმაოდ თამამი ნაბიჯია. არადა საქმე სახუმაროდ უკვე აღარაა. ასე მაგალითად 2015 წელს ყოფილ ჰოსპიტალში JW Marriott-ის სასტუმრო გაიხსნა. მის წინკი კომპანია Aman Resorts-მა გრანდ-კანალზე მდებარე საცხოვრებელი სახლი სასტუმროდ გადააკეთა. Hilton-მა კი ყოფილი წისქვილი ვენეციის უდიდეს სასტუმროდ აქცია. თვით ადგილობრივმაბრენდმა Bauer-მაც კი პალადიოს მონასტერი სასტუმრო  Bauer Il Palladio-დ აქცია.

 როგორც იძახიან ვენეციის ხელისუფლების გეგმები მხოლოდ ისტორიულ ცენტრზე გავრცელდება. როგორც აზუსტებენ კერძო პირებზე, რომლებიც Airbnb-ის მეშვეობით აქირავებენ ფართებს, ეს აკრძალვა არ გავრცელდება. მათთვის ცალკე შემზღუდავი დადგენილება გამოქვეყნდება.