მნიშვნელოვანი სიახლეები
ვენეციის კარნავალი დაიწყო (+ვიდეო)

ვენეციის კარნავალი დაიწყო (+ვიდეო)

სახელგანთქმული ვენეციური კარნავალის კულმინაცია ანგელოზის მოფრენა იყო. კვირას რამდენიმე ათასი ადამიანი წმინდა მარკოზის ას მეტრიანი კოლონადიდან ანგელოზის ტრადიციული ფრენის მომსწრე გახდა. ცერემონია ხუთი საუკუნეა მეორდება, მაგრამ ყოველ წელს რაღაც  განსაკუთრებული და გაუმეორებელია.

მაყურებიდან ბევრი იმავდროულად მოქმედების მონაწილეც გახდა - მათ შუა საუკუნეების კოსტუმები ეცვათ და სახეზე მრავალფერადი ნიღბები ეკეთათ.

კარნავალი 28 თებერვლამდე გაგრძელდება. ამ კვირას ვენეციაში საკარნავალო კოსტუმების ფესტივალი, საკარნავალო პლატფორმების აღლუმი და ე.წ. „ვირის ფრენა“ (ისევ წმინდა მარკოზის სამრეკლოდან) გაიმართება. ვენეციაში კარნავალის დახურვის დღეს ქალაქის ულამაზეს ქალს აირჩევენ.