მნიშვნელოვანი სიახლეები
ვლადივოსტოკის მახლობლად მდებარე სახელგანთქმული მინის ყურე მალე გაქრება (+ვიდეო)

ვლადივოსტოკის მახლობლად მდებარე სახელგანთქმული მინის ყურე მალე გაქრება (+ვიდეო)

ათასობით ფერადი მინის ბოთლი, რომლებიც ადამიანის „დამსახურებით“ ზღვაში აღმოჩნდა რუსეთის შორეულ აღმოასვლეთში, უსურიის ყურესთან, ფერად „კენჭებიან“ პლიაჟად იქცა. მაგრამ ეკოლოგების მტკიცებით უკვე 20 წლის შემდეგ ცისარტყელას ყველა ფერებით აჭრელებული პლიაჟი უკვალოდ გაქრება.

საქმე იმაშია, რომ მინის პლიაჟი თავის გაჩენას ბუნებას უმადლის, რომელმაც ადამიანის „შეცდომა“ გამოასწორა: მინის, ფაიფურის და ფილების საშიში ნამსხვრევები ათწლეულების განმავლობაში გახეხა, მოამრგვალა და ფერად კენჭებად აქცია.

ეკოლოგთა მტკიცებით პლიაჟი, რომელიც უამრავი ტურისტის ყურადღებას იქცევს, ორი ათწლეულის შემდეგ გაქრება. ამის მიზეზი მინის ნამსხვრევებით ბუნების დაბინძურების შეწყვეტა გახდება. თან ამას  სუვენირებზე მონადირეებიც ემატებიან - მათ ფერადი კენჭები სახსოვრად მიაქვთ.

 მეცნიერებმა პლიაჟის ფერადი „კენჭები“ შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ ბუნება  ძირითადათ საბჭოთა დროის „სუვენირებს“ ინახავს. პლიაჟი იმ პერიოდის ღვინის, ლუდის, რძის და სამრეწველო ჭურჭლის ნამსხვრევებიდან არის წარმოქმნილი.