მნიშვნელოვანი სიახლეები
წამალი თუ შხამი? რისთვის გამოიყენებოდა მე-17 საუკუნის „წიგნი“?

წამალი თუ შხამი? რისთვის გამოიყენებოდა მე-17 საუკუნის „წიგნი“?

როცა ამ „წიგნის“ სურათები ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა თავდაპირველად ის ტყუილი ეგონათ, მაგრამ  შემდეგ ნამდვილი აღმოჩნდა. ამ არტეფაქტის შერქმეული სახელია „ასასინის საწამლავების ყუთი“, რომელიც დაახლოებით 1600-იან წლებში უნდა შეექმნათ. წიგნის ფურცლები ერთმანეთზეა დაწებებული და მასზე შუშის ბოთლისთვის, ერთი დიდ ნახვრეტთან ერთად, 11 პატარა უჯრაა გაკეთებული. თითოეულ უჯრას აქვს ვერცხლის სახელური და ხელით მიწერილი იარლიყი, რომლითაც განსაზღვრული იყო თუ რა შენახულიყო.

როგორ იპოვეს ეს ხელოვნური წიგნი

 შესანახი წიგნი სახალხოდ 2008 წელს  ჰერმან ჰისტორიკას აუქციონზე გერმანიაში გამოჩნდა. არტეფაქტი დასახელებული იყო, როგორც „უჯრები საწამლავებით“, რის შედეგადაც ის მალევე სახელგანთქმული გახდა. აუქციონის ოფიციალური აღწერილობა შემდეგი იყო:

„ამოჭრილი წიგნი საწამლავების შესანახად, მე-17 საუკუნის სტილი. წიგნის გვერდები ერთმანეთს დაწებებულია. მასში მოთავსებულია 11 უჯრა ვერცხლის სახელურებით, რომელსაც ახლავს მომწამვლელი მცენარეების ლათინური წარწერები. წიგნში ასევე იმყოფებოდა შუშის ბოთლი, რომელსაც ლათინურად ეწერა “Statutum est hominibus semel mori” (ცნობილია, რომ კაცი ერთ დღესაც უნდა მოკვდეს”). „წიგნს“ აქვს თავისი დათარიღება „1682“. წიგნის ზომებია 36X23 X12 სმ.“

წიგნში გვხდება მდგომარე ჩონჩხის გამოსახულება. ესაა 1543 წელს ანდრეას ვესალიუსის ანატომიური წიგნის ერთ-ერთი გვერდი. გვერდის ასლი სავარაუდოდ 1682 წლის ლონდონური გამოცემიდან უნდა იყოს.

მოწამვლისთვის თუ მკურნალობისთვის?

პრესაში „წიგნი“ გავრცელდა, როგორც სავარაუდოდ დაქირავებული მკვლელის ანუ ასასინის საწამვლელების შესანახი. მაგრამ მე-17 საუკუნეში ის რაც საწამლავის დასამზადებლად გამოიყენებოდა, ასევე წამლისთვისაც შეიძლება გამოყენებულიყო.

ასევე აღსანიშნავია, რომ შუშის ბოთლი ცარიელი იყო, როცა ის 2008 წელს იპოვეს. წიგნი აუქციონამდე კერძო მფლობელობაში იმყოფებოდა  და 5200 ევროდ ანუ 5590 დოლარად გაიყიდა.