მნიშვნელოვანი სიახლეები
წმინდა პასტორალი

წმინდა პასტორალი

რომის პაპის ტრადიციულ სამოსში, რომელიც მას  ლიტურგიის დროს აცვია, ყველა დეტალი სიმბოლურია. მაგალითად ღილების რაოდენობა 33-ია - იესოს მიერ დედამიწაზე გატარებული წლების მიხედვით. მნიშვნელობა აქვს ასევე სამოსის ფერსაც: თეთრი ქრისტეს დაბადებას და აღდგომას აღნიშნავს, წითელი თავგანწირვასათვის მზაობას (ეკლესიისათვის საკუთარი სისხლის გაღებას), მწვანე ქრისტეს აღდგომის იმედია, იასამნისფერი - ნაღველის დატანჯვის სიმბოლო, ხოლო შავი - გლოვისა და წუხილის. ამა თუ იმ ფერის სამოსს პაპი ლიტურგიის მიზეზის მიხედვით ირჩევს. ამ წესის ჩამოყალიბება სავარაუდოთ IV საუკუნიდან იღებს სათავეს.

 1 მითრა. გამარჯვების სიმბოლოს - დაფნის გვირგვინს გვაგონებს. პაპის გარდერობში სამი ტიპის მითრაა: უბრალო თეთრი (simplex), რომელიც გასვენებებში და ვნების კვირას ახურავს; მდიდრული  (pretiosa), ძვირფასი ქვებითა და ოქროთი მორთული, საკვირაო და სადღესასწაულო დღეებისათვის; და ოქროსი (auriphrygiata), რომელიც დიდმარხვის დროს საღმრთო ლიტურგიის დროს ახურავს (სურათზე სწორედ ეს უკანასკნელია გამოსახული).

2 პალიუმი. ეს პაპის კოსტუმის ლენტის მსგავს ელემენტს ტრადიციულად ბერი-ტრაპისტების რომაულ თემში ამზადებენ. ორი თეთრი ბატკნის მატყლისგან მზადდება. ყოველწლირად პონთიფიკი ამ ცხოველებს წმინდა აგნესას (IV საუკუნის წმინდანი, სახელი სიტყვასიტყვით ნიშნავს „სუფთას“ „უმწიკვლოს“) ხსენების დღეს, 21 იანვარს აკურთხებს.  რომის პაპი პალიუმით მეცხვარის სიმბოლოა, რომელსაც მხრებით გზააბნეული ცხვარი (ცოდვილი) მოჰყავს.

 3 კაზულა. ლათინური სახელიcasula (პატარა სახლი) დაკავშირებულია მის დანიშნულებასთან - იგი პაპის სხვა ტანსაცმელს ფარავს. კაზულა უნაკეროა, ისევე როგორც ქრისტეს ქიტონი, რომელსაც გოლგოთაზე რომაელი ჯარისკაცები წილისყრით იყოფდნენ.

 4 პასტორალი (ფერულა). ჯვარცმიანი კვერთხი - პაპის ხელისუფლების სიმბოლო. მას პაპს მწყემსთან აიგივებს: როგორც მწყემსავს თავის ფარას, ისე პაპი მწყემსავს მღვდელთმსახურებს და მრევლს.

5 მეთევზის ბეჭედი. ბეჭედი წმინდა პეტრეს გამოსახულებით, რომელიც ბადეს ისვრის. ეს ალეგორიაა იმის შესახებ, რომ იესოს მოსწავლეების ადამიანთა სულებზე ითევზავებენ. პირველად ბეჭედი XIII საუკუნეში მოიხსენიება. ყოველი პაპისათვის ახალი ბეჭედი მზადდება. პაპის სიკვდილის შემდეგ ძველ ბეჭედს ანადგურებენ.