მნიშვნელოვანი სიახლეები
ყავის კიდევ ერთი დადებითი თვისება

ყავის კიდევ ერთი დადებითი თვისება

პატივი ეცით ყავას. როგორც კვლევამ აჩვენა, დღეში ორი ფინჯანის დალევა ღვიძლის კიბოთი დაავადების რისკს მესამედით ამცირებს.

 საუთჰემპტონის და ედინბურგის უნივერსიტეტების ექსპერტებმა 2,25 მილიონ მოხალისეზე ჩატარებული  26 კვლევის შედეგები გააანალიზეს.

როგორც გაირკვა ადამიანები, რომლებიც მეტ ყავას მიირთმევდნენ ღვიძლის ჰეპატოცეცლულარული კიბოთი უფრო ნაკლებად ავადდებოდნენ. ეს ამ ორგანოს პირველადი ონკოლოგიური დაავადებებიდან ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა.

 ასევე გამოვლინდა, რომ უკოფეინო ყავაც კი  დადებითი ეფექტის მომტანია. როგორც გაირკვა ყავის მოყვარულები ერთი ფინჯანის დალევის შემთხვევაში 20%-ით ნაკლებად, ხოლო ორი ფინჯანის დალევის შემთხვევაში მთელი 35%-ით ნაკლებად ავადდებოდნენ .

კვლევის წამყვანი ავტორი დოქტორი ოლივერ კენედი საუთჰემპტონის უნივერსიტეტიდან ამტკიცებს: „თვლიან რომ ყავას მთელი რიგი დადებითი თვისებები გააჩნია.  ბოლო გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მას ღვიძლის კიბოს განვითარების რისკებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია“.

ექიმები სულაც არ მოგიწოდებენ დალეული ყავის ყოველდღიური მოცულობების ზრდას , მაგრამ დღეში ორი ფინჯანი ზიანს ნამდვილად არ მოგიტანთ.