მნიშვნელოვანი სიახლეები
YuMi – რობოტი დირიჟორი (+ვიდეო)

YuMi – რობოტი დირიჟორი (+ვიდეო)

სიმფონიურმა ორკესტრმა რობოტის ხელმძღვანელობით პირველად შეასრულა სამი ნაწარმოები. პრემიერა რობოტექნიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფინალის დროს მოეწყო. ორკესტრს რობოტი YuMi ხელმძღვანელობდა, რომელიც შვეიცარიულმა კომპანია ABB-მ დაამზადა, სწავლით კი დირიჟორმა ანდრეა კოლომბინიმ ასწავლა.

ანდრეა კოლომბინი, ლუკას ფილარმონიული ორკესტრის დირიჟორი: " YuMi-ს ხელების მოქნილობა აბსოლუტირად შეუძლებელი აქვს - მანქანისათვის სავსებით შეუძლებელი. ტექნიკის მუშაობაც ფანტასტიკური იყო. ყველაფერი იდეალურად ჩატარდა, განსაკუთრებით მოძრაობის სიჩქარე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია".

 იმისათვის რომ YuMi-ის ექვსწუთიანი ნაწარმოებების  დირიჟორება ესწავლა, 17 საათი გახდა საჭირო. მუსიკოსი თვლის, რომ რობოტი ვერ შეცვლის ადამიანს, ვინაიდან არა აქვს იმპროვიზირების უნარი და ტემპის ნებისმიერი ცვლილება გამოუსწორებელ შედეგს მოგვცემდა.