მნიშვნელოვანი სიახლეები
ზღვის კუების საიდუმლო წყალქვეშა სასაფლაო (+ვიდეო)

ზღვის კუების საიდუმლო წყალქვეშა სასაფლაო (+ვიდეო)

 მალაიზიაში, ბორნეოს მახლობლად, კუნძულ სიპადანის  ზღვის კუების სასაფლაო აღმოაჩინეს. სასაფლაო გვირაბების ქსელს წარმოადგენს, რომელიც ზღვის კუების გაქვავებული ნეშთებით არის სავსე.

სასაფლაო 18 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ზრდასრული კუების ნეშთების გარდა ახლადგამოჩეკილი კუების ნეშთებიც გვხვდება. უცნობია თუ როგორ მოხდა ამ სასაფლაოს წარმოშობა. მის შესახებ ერთ დროს სახელგანთქმული ჟაკ-ივ კუსტოც ჰყვებოდა და მას აფრიკაში სპილოების მითიურ სასაფლაოს ადარებდა.

 როგორც ბიოლოგები ამტკიცებენ ზღვის კუები მასობრივი სიკვდილისკენ მიდრეკილნი არ არიან. ამას გარდა ზღვის კუები დიდ მანძილზე მიგრაციით არიან განთქმულები და უბრალოდ იმის მტკიცება, რომ მათ გზა აებნა, უსაფუძვლოა. ამასთან მდედრი კუები კვერცხებს ზღვის ნაპირას ქვიშაში დებენ და არა ზღვის ფსკერზე. მით უფრო წარმოუდგენელია მათ კვერცხები 18 მეტრის სიღრმეზე მდებარე გამოქვაბულებში დაედოთ.

 როდის დაიღუპნენ ეს კუები და  რა გახდა მათი სიკვდილის მიზეზი - ეს დიდ საიდუმლოს წარმოადგენს.