მნიშვნელოვანი სიახლეები
ზვიგენის სერფერზე თავდასხმის მცდელობა ვიდეოზე მოხვდა (+ვიდეო)

ზვიგენის სერფერზე თავდასხმის მცდელობა ვიდეოზე მოხვდა (+ვიდეო)

მძაფრი და საშინელი მომენტია, როცა ზვიგენი სერფერს უახლოვდება და შემდეგ უტევს. ეს თავდასხმა უპილოტო საფრენმა აპარატმა გადაიღო. ადამიანის საბედნიეროდ, ზვიგენი მას აცდა.

ყველაფერი ავსტრალიაში,  ახალი სამხრეთ უელსის შტატის ქალაქ ბალინთან მოხდა. ვიდეოს გადამღები უპილოტო შტატის ხელისუფლებას  ეკუთვნოდა და დიდი თეთრი ზვიგენების გადაადგილებაზე დაკვირვებას ახდენდა.

 ჩანაწერზე კარგად ჩანს თუ ზვიგენი როგორ ედგა კვალში სერფინგისტს და მის სიახლოვეს მეტრზე ნაკლებ მანძილზე გაცურა. სერფინგისტი კი უდარდელად აჭყაპუნება ფეხებს წყალში. ადვილი ნადავლის დანახვისთანავე მტაცებელმა სერფინგისტს მიაშურა, მაგრამ ბოლო მომენტში რატომღაც გადაიფიქრა.

ამ რაიონში წელს თეთრი ზვიგენების 11 თავდასხმა დაფიქსირდა, აქედან ორი მათგანი სერფინგისტის სიკვდილით დასრულდა.