მნიშვნელოვანი სიახლეები
ზვიგენმა რეკორდი დაამყარებინა

ზვიგენმა რეკორდი დაამყარებინა

ჯონ კრეიგი ავსტრალიის სანაპიროებთან დაივინგით ერთობოდა. მას ვეფხვისნაირი ზვიგენისგან თავის დასაღწევად 7,5 კილომეტრის გაცურვა მოუწია.

იახტა საიდანაც 34 წლის ბრიტანელი ყვინთავდა, შარკის ყურეში  ნაპირიდან 7,5 კილომეტრზე იყო გაჩერებული. ეს ყურე, რომლის სახელიც „ზვიგენების ყურეს“ ნიშნავს, ყოველწლიურად 120 ათას ტურისტს იზიდავს.

როცა კრეიგმა ამოყვინთა, იახტა ადგილზე აღარ დახვდა, სამაგიეროდ ოთხმეტრიანი ზვიგენი შენიშნა. შეშინებულმა ბრიტანელმა ნაპირისკენ გაცურა.

 ზვიგენი კრეიგს თითქმის 15 წუთი მისდევდა, მაგრამ რატომღაც თავს არ დასხმია. სამ საათში კრეიგმა ნაპირს მიაღწია. კიდევ ნახევარ საათში კრეიგი ჰაერიდან შეამჩნიეს. მალე ნაპირს მაშველებიანი ნავი მოადგა.

 „ მე არ მჯეროდა რომ ვინმეს ამხელა მანძილის ასე სწრაფად გაცურვა შეეძლოა. ეტყობა როცა ზვიგენი მოგდევს მაშინ ეს ცოტა სხვანაირად ცურავ. ის ერთგვარი მწვრთნელის როლს ასრულებს“, - ასეთი კომენტარი გააკეთა მაშველმა გლენ რიჯლიმ.