მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-მ კუბიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები უკან გაიწვია

აშშ-მ კუბიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები უკან გაიწვია

აშშ-მ კუბაზე თავისი საელჩოს თანამშრომლების უმრავლესობა უკან გაიწვია. ამის შესახებ ამერიკის მთავრობაში მყოფი წყაროები აცხადებენ. ამერიკული პრესა აკუსტიკურ შეტევაზე ალაპარაკდა. ჯანმრთელობის პრობლემებს 20-ზე მეტი თანამშრომელი უჩივის. ამას გარდა აშშ-ს მოქალაქეები სასტუმროებშიც განიცდიდნენ აკუსტიკურ შეტევას, რის გამოც მათ მოუწოდებენ კუბაზე ვიზიტებისგან თავი შეიკავონ.

 ამერიკელი დიპლომატები არაოფიციალურად აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ  რაღაც მოწყობილობა გამოიყენეს, რომელიც ხმოვანი დიაპაზონის გარეთ მყოფ ბგერებს ასხივებდა. თუმცა ამის არავითარი მტკიცებულება ჯერ არ არსებობს.

 ამერიკის საელჩოს თანამშრომლების გარდა  კანადის ორი მოქალაქეც არის დაზარალებული.

 ჰავანას ამერიკის საელჩოში მხოლოდ ავარიული პერსონალია დატოვებული. ამერიკული ვიზებისგაცემა დროებით შეჩერებულია.

მიუხედავად გამოძიებისა, რომელსაც აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო, კანადის პოლიცია და  კუბის ხელისუფლება ერთობლივად აწარმოებენ, აკუსტიკური შეტევის მიზეზებს ჯერ ვერ მიაკვლიეს.