მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრი ტომ პრაისი სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრი ტომ პრაისი სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრი ტომ პრაისი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ მივლინებებში იგი ჩვეულებრივი კომერციული რეისების მაგივრად ძვირადღირებული კერძო თვითმფრინავებით დადიოდა.

მაისის დასაწყისიდან ექს მინისტრის 26 ასეთი მივლინება ამერიკის ბიუჯეტს 400 ათასი დოლარი დაუჯდა.

 ტომ პრაისმა გადასახადების გადამხდელებს ბოდიშიმოუხადა და მასზე დახარჯული თანხების კომპენსაცია  ივალდებულა.

  მთავრობის მოხელეები, იმათ გარდა ვინც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით არიან დაკავებული, ვალდებულნი არიან მივლინებაში ჩვეულებრივი კომერციული რეისებით იფრინონ.

 პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის კიდევ სამი წევრი იგივე მიზეზის გამო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პრაისის გადადგომა მიიღო. მინისტრის მოვალეობას დროებით მისი მოადგილე დონ რაიტი შეასრულებს.