მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალები უკვე ჩრდილო კორეის ნაპირებთანაა (+ვიდეო)

აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალები უკვე ჩრდილო კორეის ნაპირებთანაა (+ვიდეო)

აშშ-ს სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა  გამანადგურებელ F-15-ების თანხლებით ჩრდილო კორეას აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ ფრენა განახორციელეს. ფრენა საერთაშორისო საგაერო სივრცეში მიმდინარეობდა. ამასთან პენტაგონი აღნიშნავს, რომ XXI საუკუნეში აშშ-ს თვითმფრინავებს დემილიტარიზირებული ზონიდან ასე ჩრდილოეთით ჯერ არ შეუღწევიათ.

 მანამდე ჩრდილო კორეის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში 3,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ჩინელი სეისმოლოგების განცხადებით იგი ბუნებრივი  ფაქტორებით იყო გამოწვეული. მიწისქვეშა ბიძგები ამ რაიონში თვის დასაწყისშიც დაფიქსირდა, მაშინ იგი თერმობირთვული ბომბის აფეთქების შედეგად მოხდა.

 ფჰენიანის განცხადებით მას შეუძლია თერმობირთვული ბომბის გამოცდა წყნარი ოკეანის თავზე განახორციელოს. ამას აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან მუქარა მოჰყვა. მან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩრდილო კორეის შესაძლო სრული განადგურების შესახებ განაცხადა.