მნიშვნელოვანი სიახლეები
ავსტრიის არჩევნები: მემარჯვენეები იმარჯვებენ (+ვიდეო)

ავსტრიის არჩევნები: მემარჯვენეები იმარჯვებენ (+ვიდეო)

მემარჯვენე ცენტრისტები ავსტრიის ეროვნული პარტიიდან საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგს იღებენ. წინასწარი მონაცემებით  ისინი 36%-ს აგროვებენ და სწორედ მათ მოუწევთ მთავრობის ფორმირება. 31 წლის სებასტიანკურცი, რომელსაც ახლა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა უკავია, ავსტრიის ახალი ლიდერი გახდება. მან ამომრჩეველთა სიმპათია ანტიმიგრანტული რიტოტიკით დაიმსახურა - ავსტრია, აფრიკიდან და აზიიდან ევროპაში მომავალი მილიონობით მიგრანტის გზაზე, ბარიერი გახდა.

 არჩევნებში მეორე შედეგისათვის ერთმანეთს სოციალ-დემოკრატიული და მემარჯვენე პოპულისტური თავისუფლების აპარტია ეცილებიან. ხმების დათვლის მიმდინარეობისას ისინი ერთმანეთს ხშირად უცვლიან ადგილს. როგორც ჩანს დიდი ხნის მანძილზე პირველად სოციალ-დემოკრატიული პარტია სამთავრობო კოალიციაში ვერ მოხვდება.

ჯერ კიდევ არჩევნების წინ სებასტიან კურცი არ გამორიცხავდა თავისუფლების პარტიასთან კოალიციის შექმნას. ეს პარტია დიდი ხანი ულტრამემარჯვენედ მიაჩნდათ. ევროპაში მიგრაციული კრიზისის ფონზე მისი პროგრამა ნაკლებ მარგინალურად მიაჩნდათ. თავისუფლების პარტიის ლიდერი ჰაინც-       ქრისტიან შტრახე, სებასტიან კურცს წინასაარჩევნო პროგრამის მოპარვაში სდებდა ბრალს, ვინაიდან სწორედ თავისუფლების პარტია გამოდიოდა მიგრანტებისათვის ქვეყნის ჩაკეტვის და მათთვის სოციალური დახმარების შეზღუდვის მოწოდებით.