მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთი ყველა ჩრდილო კორეულ ფირმას ხურავს

ჩინეთი ყველა ჩრდილო კორეულ ფირმას ხურავს

ჩინეთის განცხადებით ყველა ჩრდილო კორეული კომპანია, ასევე ერთობლივი საწარმოები, რომლებიც ჩინეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ, გაეროს სანქციების გამო უნდა დაიხუროს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი ყველა ეს საწარმო ახალი წლისათვის უნდა დაიხუროს. ჩინეთი, რომელიც ფხენიასნისათვის ფაქტიურად ერთადერთი მოკავშირე იყო, უკვე წყვეტს ჩრდილო კორეიდან ქსოვილების შეძენას და ნავთობსაც აღარ მიჰყიდის.

 ახალი სანქციები 11 სექტემბერს ერთხმად მოიწონა გაეროს უშიშროების საბჭომ. იგი ფხენიანის მიერ მეექვსე ბირთვულ გამოცდას მოჰყვა.

 ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილო კორეული საწარმოების დასახურად გაეროს რეზოლუციის მიღებიდან 120 დღეა გათვალისიწნებული.