მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთმა საზღვარგარეთ პირველი სამხედრო ბაზა გახსნა

ჩინეთმა საზღვარგარეთ პირველი სამხედრო ბაზა გახსნა

1 აგვისტოს ჯიბუტის ნაპირებს ჩინური სამხედრო ხომალდები მიადგნენ.

აქ საზეიმო ვითარებაში საზღვარგარეთ ჩინეთის პირველი სამხედრო ბაზა გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებებში 300 ჩინელმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. ოფიციალური ვერსიით ბაზა  ამ რეგიონში ჩინელი სამხედროების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის და ასევე აფრიკასა და დასავლეთ აზიაში ჰუმანიტარული დახმარების გაწევის  მიზნით  გაიხსნა.

ჩინეთმა სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს განაცხადა. პირველი სამხედროები ბაზაში უკვე ამა წლის 11 ივლისს მოხვდნენ. სულ ბაზაზე ორი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე განლაგდება.

ჯიბუტი - სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში. მოსახლეობა 740 ათასი ადამიანი. ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე მოქმედებს აშშ-ს, საფრანგეთის და იაპონიის მომარაგების პუნქტები. ამას გარდა დეკემბერში ჯიბუტის ხელისუფლებამ მოიწონა საუდის არაბეთის სამხედრო ბაზის ამოქმედების საკითხი. ამ ქვეყნით ასეთი დაინტერესება მისი სტრატეგიული მდებარეობით არის გამოწვეული.