მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩრდილო კორეამ წყალბადის ბომბის შექმნის შესახებ განაცხადა

ჩრდილო კორეამ წყალბადის ბომბის შექმნის შესახებ განაცხადა

ჩრდილო კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ ქვეყანა უკვე ფლობს წყალბადის ბომბს. ჩრდილო კორეელთა  განცხადებით ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა უკვე დაათვალიერა ბომბი.

სააგენტოს განცხადებით ბომბის სიმძლავრე ტროტილის ექვივალენტში რამდენიმე ასეულ კილოტონას შეიძლება აღწევდეს. მისი ყველა კომპონენტი ჩრდილო კორეაში მზადდება და შესაბამისად ჩრდილო კორეას მისი განუსაზღვრელი რაოდენობით წარმოება შეუძლია.

ამ პუბლიკაციას ბევრი დასავლელი ექსპერტი სკეპტიკურად შეხვდა. მათ არ სჯერათ რომ ჩრდილო კორეას შეიძლება გააჩნდეს წყალბადის ბომბის შესაქმნელი ტექნოლოგიები. ამის მიუხედავად, ჩრდილო კორეის განცხადებას უკვე მოჰყვა სახელმწიფო დონეზე მწვავე გამოხმაურებები.

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ ფაქტის ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება აშშ-ს სამხრეთ კორეის და იაპონიის თანამშრომლობას ფხენიანის ამბიციების შეჩერების საკითხში.

ივლისში ჩრდილო კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და განაცხადა, რომ აშშ მისი რაკეტების ფრენის ზონაშია. ექსპერტების განმარტებით კი ჩრდილო კორეის რაკეტებს ძალიან დაბალი სიზუსტე აქვს და ამ რაკეტებით რაიმე მიზნის დაზიანება ძალიან ძნელია.