მნიშვნელოვანი სიახლეები
ერაყის ქურთისტანში ფრენები შეწყდა (+ვიდეო)

ერაყის ქურთისტანში ფრენები შეწყდა (+ვიდეო)

ბაღდადის მოთხოვნით საერთაშორისო ავიაკომპანიებმა ერაყის ქურთისტანში პარასკევ საღამოს შემდეგ ფრენები შეწყვიტეს. მანამდე ქურთი ამომრჩევლების 93%-მა ერაყის ამ რეგიონში რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

ერბილისა და სულეიმანიის აეროპორტებში ფრენების  გაურკვეველი ვადით შეწყვეტის შესახებ თურქულმა სახელმწიფო და კერძო ავიაკომპანიებმა განაცხადეს, მათ შორის Pegasus, Atlas Global და Turkish Airlines-მა.

ანკარაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე თურქეთის ლიდერმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა „ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს არალეგიტიმური უწოდა“.

 ანკარას განცხადებით, იგი მზადაა სპეციალური თვითმფრინავი გააგზავნოს იმ თურქეთის მოქალაქეების ჩამოსაყვანად, რომლებიც ახლა ერაყის ქურთისტანში იმყოფებიან.

ქურთების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ირანიც გამოდის.