მნიშვნელოვანი სიახლეები
ერდოღანი - ქურთებს: დამოუკიდებლობას გამოაცხადებთ - იშიმშილებთ

ერდოღანი - ქურთებს: დამოუკიდებლობას გამოაცხადებთ - იშიმშილებთ

თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თუ ერაყის ქურთისტანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, მის მოსახლეობას შიმშილი დაემუქრება.

ერდოღანის განცხადებით მასუდ ბარზანიმ „ამ ავანტიურაზე უარი უნდა განაცხადოს“.

 თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარას შეუძლია გადაკეტოს მილსადენი, რომლის მეშვეობითაც ერაყის ქურთისტანში მოპოვებული ნავთობი ჯეიჰანის ნავსადგურში ხვდება. ერდოღანი ასევე აცხადებს, რომ ერაყის ნავთობით დატვირთულ სატვირთო ავტომობილებს თურქეთის საზღვრის გავლით აღარ გაატარებს.

თურქეთის ხელისუფლებას ეშინია, რომ ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობა სეპარატისტულ განწყობილებებს თურქეთის ქურთებშიც გააღვივებს.

 25 სექტემბრის რეფერენდუმის შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობ ამ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

 ერაყის ქურთისტანის ლიდერების განცხადებით რეფერენდუმის შედეგებს ისინი განიხილავენ, როოგორც მანდატს, რათა დაიწყონ ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასთან და მეზობელ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებები დამოუკიდებელი ქურთისტანის სახელმწიფოს შესაქმნელად.

 ქურთები ერაყის 37 მილიონიანი მოსახლეობის 15-20%-ს შეადგენენ.