მნიშვნელოვანი სიახლეები
Facebook-ის განცხადებით არჩევნების წინ რუსეთიდან რეკლამაზე 100 ათასი დოლარი დაიხარჯა

Facebook-ის განცხადებით არჩევნების წინ რუსეთიდან რეკლამაზე 100 ათასი დოლარი დაიხარჯა

სოციალურ ქსელ Facebook-ის ხელმძღვანელობის განცხადებით თითქმის ორი წლის განმავლობაში სავარაუდოთ რუსეთთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშებიდან სოციალურ ქსელში ათეულობით ათასი დოლარის პოლიტიკურ რეკლამას ყიდულობდნენ.

როგორც კორპორაციის საიტზე წერია Facebook- მა ეს მონაცემები აშშ-ს ხელისუფლებას გადასცა, რომელიც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის შესაძლო გავლენას იძიებს.

ჯერ კიდევ ამა წლის იანვარში ამერიკის სპეცსამსახურები ამტკიცებდნენ, რომ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებაში რუსეთი ეხმარებოდა. კერძოდ სოციალურ ქსელებში საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მისაღწევად ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა.

რუსეთი ამ ფაქტს ყველა დონეზე უარჰყოფს.

„ჩნდება კითხვა არსებობს თუ არა კავშირი ამერიკის არჩევნებზე რუსეთის მიერ ზეგავლენის მოხდენისა და Facebook-ზე ნაყიდ განცხადებებს შორის. ეს სერიოზული პრეტენზიებია და ჩვენ ჩვენს პლატფორმაზე მთელი რიგი მოქმედებების ანალიზი გავაკეთეთ, რათა მივხვდეთ თუ რა მოხდა“, - წერს სოციალური ქსელის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ალექს სტეიმოსი.

მისი განცხადებით 2015 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისამდე დაახლოებით სამი ათასი განცხადების რეკლამირებაზე 100 ათას დოლარზე მეტი დაიხარჯა. ეს რეკლამები 470 ყალბ ანგარიშთან იყო კავშირში.

„ჩვენი ანალიტიკოსების მტკიცებით ეს ანგარიშები და გვერდები დაკავშირებულია ერთმანეთთან და რუსეთიდან იმართებოდა“, - აღნიშნავს სტეიმოსი.

 „ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთი ანგარიში პირდაპირ კავშირშია სანკტ-პეტერბურგის ტროლების ფაბრიკასთან, რომელიც თავის თავს ინტერნეტის შემსწავლელ სააგენტოს უწოდებს. მაგრამ ჩვენ ამის დამოუკიდებლად შემოწმების საშუალება არ გვაქვს“, - აცხადებს Facebook-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

 იმის გამო, რომ ამგვარი მოქმედებები სოციალური ქსელის წესებს არღვევდა, ყველა აღმოჩენილი ყალბი ანგარიშები დაიბლოკა. ამასთან Facebook-მა უარი განაცხადა მომხმარებელთა მონაცემები და რეკლამის შინაარში გამოექვეყნებინა.

 ექსპეწრტები აღნიშნავენ, რომ 100 ათასი დოლარი მთელი საარჩევნო კამპანიის ღირებულებასთან  შედარებით  დიდი თანხა არაა,  მაგრამ  თვით ის ფაქტი, რომ რუსეთის სტრუქტურებმა პოლიტიკური რეკლამის გავრცელება დაიწყეს, ერთ რამეზე მიუთითებს - მათ აშშ-დან ვიღაც კონსულტაციებს უწევდა.