მნიშვნელოვანი სიახლეები
გაერო ყირიმში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე ალაპარაკდა

გაერო ყირიმში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე ალაპარაკდა

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ნახევარკუნძულზე ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა. ამის შესახებ უკრაინაში ადამიანთა უფლებების გაეროს მონიტორინგის მისიის მოხსენებაშია საუბარი. ლაპარაკია უკანონო დაპატიმრებებზე, დაკავებებზე და წამებაზე.

 გაერო მოუწოდებს მოსკოვს  ოკუპანტი ქვეყნის მოვალეობები დაიცვას და უზრუნველჰყოს ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიება.

ადამიანთა უფლებების დაცვის საკითში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველო, რომელმაც მონიტორინგის მისია უკრაინაში 2014 წლის მარტში განათავსა, აცხადებს „თავისუფლების უფლების დარღვევის გამო მრავალჯერად ჩივილებზე“, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მოქმედებებით არის გამოწვეული.

ყირიმის ანექსიის შემდეგ დაფიქსირებული იქნა „ძალადობრივი გაუჩინარება, სასტიკი მოპყრობა და წამება.  უკრაინის სახელმწიფო ორგანოების დამხობის შემდეგ ყირიმში  ადამიანთა უფლებების დარღვევა ყირიმის თავდაცვითი ძალების და კაზაკთა სხვადასხვა ქვედანაყოფების მხრიდან დაფიქსირდა“.

 მოხსენების ავტორთა მტკიცებით დარღვევები ახლაც ხდება. „მართალია მათი უმრავლესობა 2014 წელს მოხდა, მაგრამ  ჩივილები უკანონო დაკავების შესახებ ახლაც  რეგულარულად მოგვეწოდება. მათი მიზნები სხვადასხვა არის - როგორც შიშის დანერგვა, ისე ოპოზიციის დათრგუნვა, ასევე დასჯა“.