მნიშვნელოვანი სიახლეები
Google-ს და Facebook-ის საიტებზე განთავსებულ რეკლამებში „მოსკოვის ხელი“ აღმოაჩინეს

Google-ს და Facebook-ის საიტებზე განთავსებულ რეკლამებში „მოსკოვის ხელი“ აღმოაჩინეს

ამერიკული პრესის ინფორმაციით Google-მ პოლიტიკური შინაარსის კონტეკსტურ რეკლამებში რუსული დაფინანსების კვალი აღმოაჩინა. იმავდროულად Facebook-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ Instagram-აშისულ ცოტა სამი ათასი პოლიტიკური სარეკლამო პოსტი რუსეთიდან იყო ანაზღაურებული.

ის რომ აშშ-ს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისას პოლიტიკური შინაარსის სარეკლამო პოსტები  რუსეთიდან იყო ანაზღაურებულ,ი შიდა გამოძიების შედეგად დადასტურდა. როგორც პრესა იუწყება, საუბარია Youtube-ს პლატფორმაზე, Gmail-ზე და თავად საძიებო სისტემაში AdWords-ის კონტექსტურ რეკლამაზე.

 გამოძიების შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა. პრესას გამოძიების შედეგები  კომპანიაში ანონიმურობისპირობით გაანდეს.

 გადახდილი რეკლამის საერთო ფასი არა ნაკლებ ასი ათასი დოლარია. ამასთან ფული „რუსეთის სტრუქტურებთან“ დაახლოებული ორგანიზაციებიდან მოდიოდა.

Google-ს ჯერ პირდაპირ არ დაუდასტურებია და არც უარჰყვია ეს ინფორმაცია.