მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელი ქურთების სახელმწიფოს შექმნის მომხრეა

ისრაელი ქურთების სახელმწიფოს შექმნის მომხრეა

ისრაელი მხარს უჭერს ქურთი ხალხის სურვილს შექმნას საკუთარი ეროვნული სახელმწიფო, აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება

 ისრაელი ქურთებთან სამხედრო და საქმიან ურთიერთობას 1960 წლიდან ინარჩუნებს. მას ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ირანის, თურქეთის, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, არაბებთან ურთიერთობაში ერთგვარ ბუფერად მიაჩნია.

ნეთანიაჰუმ ქურთებისადმი ხარდაჭერის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს განაცხადა. მისი ახლანდელი განცხადება ისრაელის მხრიდან უფრო კონკრეტულ მხარდაჭერად აღიქმება. მით უფრო, რომ ოფიციალურ ბაღდადს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს და უფრო ირანთან კავშირს ემხრობა.

 ერაყის მეზობლები - თურქეთი, ირანი და სირია -  ქურთების რეფერენდუმის წინააღმდეგები არიან, ვინაიდან ეს მათთან ქურთების სეპარატისტულ მოძრაობას გააძლიერებს.

 ქურთები დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისმოთხოვნით ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის და ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ გამოვიდნენ,