მნიშვნელოვანი სიახლეები
კატალონიის პარლამენტმა ესპანეთის შემადგენლობიდან გამოსვლის წესის შესახებ კანონი მიიღო (+ვიდეო)

კატალონიის პარლამენტმა ესპანეთის შემადგენლობიდან გამოსვლის წესის შესახებ კანონი მიიღო (+ვიდეო)

კატალონიის პარლამენტმა მიიღო კანონი გარდამავალი პერიოდის შესახებ. დამოუკიდებლობის მომხრეთა აზრით ეს შექმნის იურიდიულ საფუძველს, რომლითაც ავტონომიური ოლქი ესპანეთის შემადგენლობიდან გამოვა.

 როგორც პრესაში აღნიშნავენ, ეს დოკუმენტი ძალაში მხოლოდ მაშინ შევა, თუკი რეფერენდუმზე კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები გაიმარჯვებენ. მათი აზრით კანონი დამოუკიდებელი რესპუბლიკური პარლამენტის შემქნამდე ორი თვე იმოქმედებს.

 მანამდე კატალონიის პარლამენტმა  (ჟენერალიტეტმა) მიიღო კანონი რეფერენდუმის შესახებ,  კერძოდ საარჩევნო კომისიის ფორმირებისა და ხმის მიცემის ორგანიზების პრინციპების შესახებ.

 კატალონიის მთავრობის თავმჯდომარის,  კარლეს  პუჩდემონის სიტყვებით გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ცალმხრივად იქნა მიღებული, მას შემდეგ რაც  ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვერ მოხერხდა კენჭისყრის ორგანიზების საკითხების შეთანხმება.

 ხუთშაბათს ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო სხდომაზე შეაჩერა ყველა ამ დოკუმენტის მოქმედება. ესპანეთის ხელისუფლებამ ასევე გააფრთხილა კატალონიის პრესა, ავტონომიური ოლქის სახელმწიფო მოხელეები და პოლიციის ხელმძღვანელობა  სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის არსებული პასუხისმგებლობის შესახებ.

 ესპანეთის გენერალური პროკურორი ხოსე მანუელ მასა რეფერენდუმის კანონის მომხრეებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაემუქრა. მან ასევე მიმართა სამეფოს სპეცსამსახურებს ყურადღებით დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის მომზადებას.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კარლოს პუჩდემონმა განაცხადა, რომ „დემოკრატიას კატალონიაში ვერავინ შეაჩერებს“.

 კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 1 ოქტომბრისათვის არის დაგეგმილი. რეფერენდუმზე გატანილი საკითხი ასე ჟღერს: „გნებავთ თუ არა, რომ კატალონია გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო მართვის რესპუბლიკური ფორმით“.

 იმისათვის, რომ კენჭისყრა ჩატარებულად ჩაითვალოს ამომრჩეველთა მინიმალური რაოდენობა განსაზღვური არაა. კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა გამარჯვების შემთხვევაში ავტონომიური ოლქის ხელისუფლება შედეგების გამოცხადებიდან 48 საათის განმავლობაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის პროცესს დაიწყებს.

ხუთშაბათს ესპანეთის პარლამენტის საგანგები სხდომაზე გამოსვლისას, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო როხამ პირობა დადო, რომ კატალონიაში რეფერენდუმი არ ჩატარდება.