მნიშვნელოვანი სიახლეები
ლატვიელები სწავლება „ზაპად-2017“-ის გულისათვის სტრაიკბოლზე უარს ამბობენ

ლატვიელები სწავლება „ზაპად-2017“-ის გულისათვის სტრაიკბოლზე უარს ამბობენ

ლატვიის ხელისუფლებამ სტრაიკბოლის მსგავსი სამხედრო თამაშების მონაწილეებს მოუწოდეს სექტემბერში სრულიად შეწყიტონ მოქმედება. ამის მიზეზი რუსეთ-ბელორუსის სამხედრო წვრთნები „ზაპად-2017“ გახდა. როგორც იტყობინებიან ეს ზომები სამხედრო პროვოკაციის თავიდანასაცილებლად გახდა საჭირო. მოთამაშეები დაეთანხმნენ ხელისუფლების თხოვნას და აქტიურობა შეწყვიტეს.

 სტრაიკბოლი ანდა აირსოფტი - გუნდური სამხედრო-სპორტული თამაშებია, რომლის მონაწილეებიც საბრძოლო იარაღის პნევმატულ ასლებს იყენებენ.

ვითარება, რის გამოც ლატვიის სპეცსამსახურები სერიოზულად შეისწავლიან მსგავს თამაშებს ორი მიზეზით არის განპირობებული.

ჯერ ერთი სტრაიკბოლი ლატვიაში ნაცრისფერი ზონაა, რომელსაც ხელისუფლება პრაქტიკულად ვერ აკონტროლებს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ლატვიის ტყეებში პერიოდულად  კამუფლაჟიანი ადამიანები  დარბიან, რომელთა იარაღიც ნამდვილს ჰგავს. და ეს ადამიანები არავის წინაშე არ არიან პასუხისმგებლები. არავინ არ იცის სად და როდის გამოავლენენ ისინი შემდგომ აქტიურობას.

 მეორეც გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში, სადაც რუსეთსა და ნატოს შორის საზღვარი გადის უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ დაძაბული რჩება.

 ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი კამუფლაჟიანი შეიარაღებული ადამიანები ადგილობრივ მოსახლეობაში „მწვანე კაცუნების“ ასოციაციას ქმნიან. „მეზობელ ქვეყანაში გამოსაცნობიანი  ნიშნის არმქონე ადამიანებმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინეს“, - აცხადებს ლატვიის პარლამენტის დეპუტატი, შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კარლის სერჟანტსი.