მნიშვნელოვანი სიახლეები
მერკელი მე-4 ვადით რჩება, ნაციონალისტები კი ბუნდესტაგში მოხვდნენ

მერკელი მე-4 ვადით რჩება, ნაციონალისტები კი ბუნდესტაგში მოხვდნენ

გერმანიის მოქმედმა კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მთავრობის ფორმირების სურვილი გამოთქვა.

მერკელის „ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა“ ხმების 32,9% მოაგროვა. გამარჯვების მიუხედავად ეს 1949 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

მერკელს ჯერ არ დაუსახელებია სამთავრობო კოალიციის მონაწილე სხვა პარტიები, თუმცა კოალიციაში შესვლის სურვილი „მწვანეებმა“ უკვე განაცხადეს.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც მარტინ შულცი უდგას სათავეში ხმების 20,8% მოაგროვა. შულცმა და მისმა მომხრეებმა უკვე განაცხადეს, რომ კოალიციაში შესვლას არ აპირებენ და ოპოზიციაში დარჩებიან.

ბუნდესტაგში პირველად მოხვდა პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“. იგი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების, ევროს ზონიდან გამოსვლის და რუსეთისათვის სანქციების მოხსნის მომხრეა. მან ხმების 13% მოაგროვა. თანაც გერმანიის აღმოსავლეთში - ყოფილ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მან ხმების 23%-ის მოგროვება შეძლო.

„ალტერნატივა გერმანიისათვის“ ერთ-ერთი ლიდერი ფრაუკე პეტრი თავის „ტვიტერში“ წეერს, რომ ეს არჩევნები  გერმანიისათვის „პოლიტიკური მიწისძვრის“ ტოლფასი იყო.

სულ ბუნდესტაგში ექვსი პარტია გავიდა, მათ შორის თავიდუსფალი დემოკრატიული პარტია, მემარცხენეები“ და „მწვანეები“. არჩევნების შედეგებისმიხედვით გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება.