მნიშვნელოვანი სიახლეები
პენტაგონი ჩრდილო კორეას საფრთხის შემთხვევაში სამხედრო პასუხით დაემუქრა

პენტაგონი ჩრდილო კორეას საფრთხის შემთხვევაში სამხედრო პასუხით დაემუქრა

ვაშინგტონი მზადაა „მასირებული სამხედრო პასუხი“ გასცეს, თუკი ჩრდილო კორეის მხრიდან აშშ-ს მის ტერიტორიებს და მოკავშირეებს რაიმე საფრთხე დაემუქრებათ. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა.

კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის წევრებთან თათბირის დროს, მათ ჩრდილო კორეის წინააღმდეგ მოქმედების სამხედრო ვარიანტი გააცნო.

„ნებისმიერი საფრთხე აშშ-ს და მისი ტერიტორიების ანდა მოკავშირეთა ტერიტორიების მისამართით სამხედრო პასუხს გამოიწვევს - ერთდროულს მასირებულს და აღმატებულს“. - განაცხადა მეტისმა.

მეტისის განცხადებით აშშ-ს არ სურს ჩრდილო კორეის სრული განადგურება, თუმცა კი ამის შესაძლებლობა გააჩნია.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების კითხვაზე შეუტევს თუ არა აშშ ჩრდილო კორეას, განაცხადა: „ვნახოთ“.