მნიშვნელოვანი სიახლეები
რატომ არ დაგმო აშშ-მ გაეროში ჰომოსექსუალისტების სიკვდილით დასჯა?

რატომ არ დაგმო აშშ-მ გაეროში ჰომოსექსუალისტების სიკვდილით დასჯა?

გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოში მიმდინარე კენჭისყრისას, რეზოლუციას, რომელიც „ღვთისმგმობელობისათვის, რწმენის გამოცვლისათვის, ცოლქმრული ღალატისა და ჰომოსექსუალური ურთიერთობებისათვის“ სიკვდილით დასჯას კრძალავდა, აშშ-მ მხარი არ დაუჭირა. 27 ქვეყანა მომხრე იყო, ხოლო 13 წინააღმდეგი, შვიდმა ქვეყანამ თავი შეიკავა.

 აშშ-ს გადაწყვეტილება სენსაციური აღმოჩნდა. აშშ-ს პოზიციის კრიტიკით ამერიკელი უფლებადამცველები უკვე გამოვიდნენ.

 ამგვარად აშშ- ერთ გუნდში აღმოჩნდა საუდის არაბეთთან, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან, ყატართან, ირანთან, ბურუნდისთან და ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან ერთად. ისინი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმისათვის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამოდიან.

 რუსეთს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან გასულ წელს იგი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში აღარ აირჩიეს.

რატომ არ დაუჭირა მხარი აშშ-მ რეზოლუციას?

როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჰეზერ ნოიერტმა განაცხადა, აშშ- წუხს რომ მას რეზოლუციის საწინააღმდეგოდ მოუწია ხმის მიცემა. მისი სიტყვებით აშშ მხარს დაუჭერდა რეზოლუციას, საკითხი მხოლოდ ჰომოსექსუალიზმს რომ შეხებოდა. მაგრამ ნოიერტის განმარტებით გაეროს რეზოლუცია შინაარსით გაცილებით უფრო ფართო იყო და აშშ მის ზოგიერთ პუნქტს არ ეთანხმება.

 ვაშინგტონის ამ განმარტებამ აშშ-ს ლგბტ ორგანიზაციების წარმომადგენლები არ დააკმაყოფილა.