მნიშვნელოვანი სიახლეები
სკარამუჩის განცხადებით თეთრ სახლში ვიღაცას ტრამპის მოშორება უნდა

სკარამუჩის განცხადებით თეთრ სახლში ვიღაცას ტრამპის მოშორება უნდა

თეთრი სახლის კომუნიკაციების ყოფილი დირექტორის ენტონი სკარამუჩიმ , რომელმაც თანამდებობაზე მხოლოდ 10 დღე დაჰყო, განთავისუფლების შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა. მან განაცხადა, რომ თეთრ სახლში არიან ადამიანები, რომლებსაც დონალდ ტრამპის თავიდან მოშორება სურთ.

 ჟურნალისტების თხოვნაზე დაესახელებინა კონკრეტული გვარები, სკარამუჩიმ განაცხადა, რომ მან უკვე დაასახელა რამდენიმე მათგანი.

თეთრ სახლში დანიშვის შემდეგ ფინანსისტი სკარამუჩი მაშინვე სკანდალში გაეხვა.

 კომუნიკაციების დარგში დირექტორმა რეპორტიორთან სატელეფონო საუბრისას უცენზუროდ მოიხსენია თავისი ორი კოლეგა: ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი რაონს პრობუსი და პრეზიდენტის თანაშემწე სტივ ბენონი.

 შედეგად სკარამუჩი დანიშვნიდან 10 დღის შემდეგ გაანთავისუფლეს. მან მოგვიანებით განაცხადა, რომ არ იცოდა თუკი  მის საუბარს რეპორტიორთან იწერდნენ.

რაც შეეხება პრიბუსსა და ტრამპის პრეს-მდივანს შონ სპაისერს, მათ თანამდებობები სკარამუჩის დანიშვნისთანავე დატოვეს.