მნიშვნელოვანი სიახლეები
სტივ ბენონმა თანამდებობა დატოვა (+ვიდეო)

სტივ ბენონმა თანამდებობა დატოვა (+ვიდეო)

დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა პოლიტიკურ და სტრატეგიულ საკითხებში სტივ ბენონმა თავისი თანამდებობა დატოვა. იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი იყო.

 გავრცელებული ინფორმაციით ბენონი თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელთან ურთიერთ მოლაპარაკების გზით წავიდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპი რამდენიმე კვირა ფიქრობდა ბენონის გადაყენებას, მაგრამ ვირჯინიის ამბებმა ვითარება არია.

 როგორც იძახიან ტრამპის უკმაყოფილობა თავისი მრჩევლით მისმა ინტერვიუმ გამოიწვია, რომელშიც ბენონი ურჩევდა ტრამპს რასისტებისგან თავი შორს დაეჭირა და შეერბილებინა რიტორიკა ჩრდილო კორეის მიმართ.