მნიშვნელოვანი სიახლეები
თეთრი სახლის საზოგადოებასთან კავშირის დირექტორი ექს-მოდელი ჰოუპ ჰიკსი გახდა

თეთრი სახლის საზოგადოებასთან კავშირის დირექტორი ექს-მოდელი ჰოუპ ჰიკსი გახდა

28 წლის ჰოუპ ჰიკსი, რომელიც თეთრი სახლის საზოგადოებასთან კავშირების დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, ახლა ამ თანამდებობაზე მუდმივად დაინიშნა.

 ჰიკსი ტრამპის  დიდი ხნის თანაშემწეა და დონალდ ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევიდან უკვე მეოთხეა ამ თანამდებობაზე. მისმა წინამორბედმა ენტონი სკარამუჩიმ ამ თანამდებობაზე სულ 10 დღე გაძლო.

ადრე ჰიკსი პრეზიდენტის სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორი იყო, მანამდე კი მისი საარჩევნო შტაბის პრეს-მდივანი. მას პრეზიდენტის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო თანაშემწედ თვლიან.

 წარსულში ჰიკსი მოდელი იყო, კერძოდ რალფ ლორენთან. შემდეგ მას ივანკა ტრამპის სამოდელო სახლის პრეს-ატაშეს თანამდებობა ეკავა. 2016 წელს იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას შეუერთდა. მის მოვალეობაში პრესის შეკითხვებზე პასუხის გაცემა შედიოდა.

 თეთრი სახლის საზოგადოებასთან კავშირების დირექტორის რანგში მისი მოვალეობა ადმინისტრაციის სიგნალების ფორმულირება იქნება. თუმცა არა იმგვრად აშკარა ფორმით, როგორც ამას თეთრი სახლის პრეს-მდივანი სარა სანდერსი აკეთებს.