მნიშვნელოვანი სიახლეები
ტრამპი ჩრდილო კორეას სრული განადგურებით დაემუქრა

ტრამპი ჩრდილო კორეას სრული განადგურებით დაემუქრა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროში თავის პირველ გამოსვლაში  ე.წ. „განკვეთილი სახელმწიფოების“ შესახებ მკვეთრი განცხადება გააკეთა. კერძოდ იგი ჩრდილო კორეას სრული განადგურებით დაემუქრა, თუკი იგი აშშ-სათვის რაიმე რეალური საფრთხე გახდება. მან ასევე ირანის შესახებაც ისაუბრა.

 „სადღეისოდ ჩვენი პლანეტის უბედურებად იქცნენ პატარა განკვეთილი სახელმწიფოები, რომლებიც გაეროს ძირითად პრინციპებს არღვევენ. ისინი არ ცნობენ არც საკუთარი მოსახლეობის უფლებებს და არც საკუთარი ქვეყნების სუვერენიტეტულ უფლებებს. თუკი უმრავლესობა წინ არ აღუდგება ამ ბოროტმოქმედებს, მაშინ ბოროტება გაიმარჯვებს“, - განაცხადა ტრამპმა.

 ტრამპმა განმარტა, რომ პირველ რიგში ჩრდილო კორეა ყავს მხედველობაში. ჩრდილო კორეის რეჟიმი პასუხს აგებს მილიონობით მოქალაქის შიმშილით სიკვდილზე, დანარჩენის მათ დაპატიმრებებზე, წამებაზე და შევიწროებაზე“, თვლის იგი.