მნიშვნელოვანი სიახლეები
2005 წლის 31 მარტს მაკემაკე აღმოაჩინეს

2005 წლის 31 მარტს მაკემაკე აღმოაჩინეს

ეს ჯუჯა პლანეტა კოიპერის სარტყელში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშაა თუმცა მაკემაკეს აღმოჩენა დააგვიანეს. საქმე იმაშია, რომ ტრანსურანული ობიექტების სიჩქარე ვარსკვლავების ფონზე ძალიან მცირეა. ამასთან პლანეტოიდებს როგორც წესი ეკლიპტიკის სიახლოვეს ეძებენ, მაკემაკეს ორბიტა კი ძლიერ დახრილია.

შედეგად იგი ამერიკელმა ასტრონომებმა მაიკლ ბრაუნმა, დევიდ რაბინოვიცმა და ჩადვიკ ტრუჰილიომ მხოლოდ 2005 წელს აღმოაჩინეს. ისინი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლები არიან. მათ ამისათვის პალომარის ობსერვატორიის 122 სანტიმეტრიანი ტელესკოპი გამოიყენეს.

 წინასწარი მონაცემებით მაკემაკეს დიამეტრი პლუტონის დიამეტრის ¾-ს შეადგენს. მასა კი დედამიწის მასის 0,05%-ია.  მისი ორბიტა ეკლიპტიკის მიმართ 29 გრადუსიანი კუთხით არის დახრილი და ზომიერად გაწელილია. 2016 წლამდე მიაჩნდათ, რომ მაკემაკეს თანამგზავრები არ ჰყავს, მაგრამ გასულ წელს ერთი მათგანი უკვე აღმოაჩინეს. მას ჯერ სახელი არ აქვს და აღინიშნება, როგორც  S/2015.

 საინტერესოა მაკემაკეს სახელის ისტორიაც. ბრაუნმა, რაბინოვიცმა და ტრუჰილიომ მას თავიდან უბრალოდ „სააღდგომო ჯუჯა“ შეარქვეს. მცირე პლანეტების კატალოგში მისი ნომერი  136472 იყო. საბოლოდ ბრაუნის წინადადებით მას რაპანუელთა(აღდგომს კუნძულის მოსახლეობა)  მითოლოგიის მიხედვით სიუხვისა და კაცობრიობის შემქმნელი ღმერთის სახელი უწოდეს.