მნიშვნელოვანი სიახლეები
ადამიანის ემბრიონი დნმ-ის კორექციის მეშვეობით დეფექტისგან გაანთავისუფლეს

ადამიანის ემბრიონი დნმ-ის კორექციის მეშვეობით დეფექტისგან გაანთავისუფლეს

მეცნიერებმა მაღალტექნოლოგიური „ქიმიური ოპერაცია“ ადამიანის ემბრიონზე პირველად  ჩაატარეს. „ოპერაციის“ მიზანი ემბრიონის გენეტიკური დაავადებისგან განკურნება იყო.

 სუნ იატსენის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა გამოიყენა ტექნოლოგია, რომელსაც „აზოტოვანი საფუძვლის რედაქტირება“ ეწოდება. იგი სამი მილიარდი „ასო ნიშნისგან“ შემდგარი გენეტიკური კოდის ერთეულოვანი შეცდომისგან გამოსასწორებლად გამოიყენება.

მეცნიერბმა ოპერაცია ლაბორატორიაში გამოზრდილ ემბრიონზე ჩაატარეს, რომლის დნმ-იც  ბეტა-ტალასემიას გასანვითარებელ მუტაციას შეიცავდა. ეს მძიმე გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც გემოგლობინის სინთეზია დარღვეული.

მეცნიერთა მტკიცებით ეს ტექნოლოგია ამ და სხვა მემკვიდრეობითი დაავადებების განსაკურნებლად გამოდგება.

 „საფუძვლის ცვლილება“ დნმ-ში შემავალ  ოთხ აზოტოვან საფუძველს ცვლის: ადენინს (A), ციტოზინს (C), გუანინს (G) და ტიმინს (T).

ადამიანის ორგანიზმის განვითარების პროგრამა დნმ-ში ამ ოთხი კომპონენტის კომბინაციით არის წარმოდგენილი.

 სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში გენეტიკური სისხლის დაავადება ბეტა-ტალასემია გენეტიკურ კოდში ერთი მათგანის ცვლილებით არის წარმოშობილი. ამგვარ ცვლილებას წერტილოვან მუტაციას უწოდებენ.

 ჩინელმა მეცნიერებმა ემბრიონის გენეტიკურ კოდში  ეს შეცდომა გამოასწორეს. მათ დნმ-ის სკანირება მოახდინეს, ხოლო შემდეგ „ხარვეზის“ ადგილას გუანინი ადენინით შეცვალეს და ამგვარად ხარვეზი გამოასწორეს.